საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ენერგეტიკის ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში ხოსე ფერნანდესს შეხვდა. იგი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასაც.
ხოსე ფერნანდესმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ქარტიის გარკვეული მუხლები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ფერნანდესის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად ხელი უკვე მოეწერა შეთანხმებას საქართველოსათვის ენერგეტიკულ სექტორში 122 მილიონის გამოყოფის შესახებ.