"საქართველო არასოდეს დაიჩოქებს და ვერავინ ვერ მიაყენებს ჩრდილს თავისუფალ საქართველოს" _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოჯორში იუნკერების მემორიალთან.
წუხელ მიხეილ სააკაშვილი სტუდენტების აქციას შეუერთდა.
ქვეყნის პირველმა პირმა თავის სიტვით გამოსვლაში კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის ფაქტორზე.
"შაჰ-აბაზისათვის გაგვიძლია და პუტინსაც გავუძლებთ. ყველანაირი მოღალატისათვის გაგვიძლია და ამათაც გავუძლებთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით 1921 წელს 25 თებერვალს დაღუპულ ქართველ იუნკერთა მემორიალთან სტუდენტებმა ჩირაღდნების აქცია გამართეს, გვირგვინებით შემაკეს მათი მემორიალი.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე აღინიშნა