სახელმწიფო კანცელარიაში საქართველო-ამერიკის ქარტიის ფარგლებში შექმნილი მეოთხე, ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ალავიძემ განაცხადა, განხილულ იქნა ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებთან დაკავშირებული საკითხები.
"საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და როგორ დავხვეწოთ ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობები. მივიღეთ მნიშვვნელოვანი რჩევა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ",_ განაცხადა მან.
ამერიკის დელაგაციის ხელმძღვანელის, აშშ-ის ეკონომიკის მდივნის თანაშემწის, ხოსე ფერნანდესის შეფასებით, შეხვედრა მნიშვნელვანი და პროდუქტიული იყო და ის ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ასახავდა.
"განვიხხილეთ რამდენიმე ასპექტი რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზების მოძიებას და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების გაუმჯობესებას შეეხებოდა, რაც საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს", - განაცხადა ფერნანდესმა.
მისი განმარტებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე საუბარი აშშ-ში სქართველოს საექსპორტო პოტენციალის თემასაც შეეხო. ფერნანდესმა ჰილარი კლინტონის განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომელიც საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების 8 პროცენტით გაზრდას შეეხებოდა და განმარტა, რომ თანხა კონკრეტული ბიზნესპროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას მოხმარდება.
"ეს საკითხი კონგრესში განხილვის სტადიაშია. გადაწყვეტილება კონგრესმენაბა კენჭისყრის საფუძველზე უნდა მიიღოს, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების ზუსტი რიცხვი. თუმცა გვაქვს კონკრეუტლი პროგრამები და ინიციატივები, რომელიც საქართველოს ბიზნესმხარდაჭერისთვისაა შემუშავებული", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის დელეგაცია, რომელსაც ხოსე ფერნანდესი ხელმძღვანელობს, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დელაგაციის წევრები ვიზიტს დღესვე დაასრულებენ და დედაქალაქს ხვალ დატოვებენ.