შსს აკადემიაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაკავების ჯგუფის თანამშრომელთა პირველმა ნაკადმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კახა ლეგაშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა, ხატია დეკანოიძემ.
უახლოეს მომავალში იგეგმება დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების რამდენიმე ნაკადის გადამზადება.