25 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტიდან 5 ობიექტი გაიყიდა, ესენია:
ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩა #16-ში მდებარე შენობა-ნაგებობების #1, #2, #3, #4, #7 (შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 2399 კვ.მ.) და მათზე დამაგრებული 5296 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასი - 942 000 აშშ დოლარი, გაიყიდა 992 000 აშშ დოლარად. ქონების ახალი მფლობელი შპს `საავიაციო უნივერსიტეტი~ გახდა.
ფიზიკური პირებისგან ორი განაცხადი იყო წარმოდგენილი ქ. თბილისში, თოიძის ქუჩა #30-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული 8.40 კვ.მ. ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე. ქონება, რომლის საწყისი ფასი 2 000 აშშ დოლარს შეადგენდა, 3 400 აშშ დოლარად გაიყიდა.
ასევე ფიზიკურმა პირმა 55 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ. თბილისში, ვარკეთილი-3, IV მ/რ, კორპ. 416 და კორპ 418-ს შორის მდებარე შენობა-ნაგებობი (167.90 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული (170 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი. მისი საწყისი ფასი 50 000 აშშ დოლარი იყო.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შავი ლითონის ჯართის (სავარაუდო წონა - 729 ტონა) აუქციონში სამი კონკურენტი მონაწილეობდა: შპს `მარტმეტალი,~ შპს `ლითონსერვისი~ და ფიზიკური პირი. გამარჯვებულად შპს `მარტმეტალი~ დასახელდა, რომელიც ერთ ტონა ჯართში 170 აშშ დოლარს გადაიხდის.
აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2ТЭ10У ტიპის თბომავალი, რომლის საწყისი ფასი 650 000 აშშ დოლარს შეადგენდა, სს `კოკმაისამ~ იყიდა. კომპანიამ თბომავალი 700 000 აშშ დოლარად შეიძინა.
25 თებერვლის აუქციონიდან სახელმწიფო ბიუჯეტი 3 100 000 ლარზე მეტს მიიღებს.