კომპანია „თელასის" გუნდი „ინტერრაო ეეს"-ის VII მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ეკატერინბურგში გაემგზავრა.
ტურნირი 18 -22 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობს 6 ქვეყნის 32 გუნდი: რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, სომხეთის, საქართველოს და მოლდავეთის წარმომადგენლები.
ქართული გუნდი „თელასის" მინიფეხბურთის XIV ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა. ჩემპიონატი 21 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 8 გუნდა მიიღო.
„თელასის" გუნდმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზა „ინტერრაო ეეს"-ის საერთაშორისო ჩემპიონატზე და ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა; ქართველმა ფეხბურთელებმა არჩილ ბოკერიამ და რატი ხოსრუაშვილმა საუკეთესო ბომბარდირის და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღეს.
***სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს"-ის მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***ჯგუფი „ინტერრაო ეესი"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს"-ის სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერრაო ეეს"-ის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.