შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და მიგრანტის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქეები დააკავა.
დაკავებული არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ოზჯან კარადენიზი, ინდოეთის მოქალაქეები ბუტა რამი, გურპრიდ სინგჰი, ბანგლადეშის მოქალაქეები აზად ჰუსეინი და მუჰამედ ხანი
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის II ნაწილის 'ა~ ქვეპუნქტით და 3441 მუხლის II ნაწილის 'ბ~ ქვეპუნქტით.