ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის მუშაობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდება. ამის შესახაბ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიის სხდომაზე ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა თენგიზ სიგუამ კომისიას მიმართა, რომ იფიქროს კომისიის ფორმატის შეცვლაზე.
როგორც სიგუამ აღნიშნა, თუ კომისიას არ ექნება საგამოძიებო სტატუსი, ყოფილ ჩიინოვნიკებს ვერ აიძულებს კომისიაში მოისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას და შესაბამისად კომისიას მოუწოდა, მიმართოს პარლამენტს კომისიის ფორმატის შესაცვლელად, რათა კომისია გახდეს საგამოძიებო სტატუსის მქონე.
კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ ამ თხოვნით მან პარლამენტს უკვე რამდენჯერმე მიმართა. მიმართვა ბოლოს გაუგზავნა, როდესაც კომისიის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, თუმცა აღნიშნა, რომ პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სამი თვის შემდეგ კომისიის გახანგრძლივებული ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია პარლამენტს ვადის გახანგრძლივების შესახებ კიდევ ერთხელ მიმართავს და თუ ყოფილი ჩინოვნიკების მოწვევასთან დაკავშირებით ამ ხნის განმავლობაში პრობლემები შეიქმნება, ამ საკითხსაც მაშინ დააყენებს.