საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებული არიან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ზაზა ჩიჩუა და ზაზა გადელია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის პრესცენტრი იუწყება.
პრესცენტრის განცხადებით, აღნიშNულმა პირებმა შპს ,,აქსმშენი"-ს ხელმძღვანელების ორჰან აქსუს, სერდარ გიოქსუს და კომპანიის თანამშრომლის ანზორ კეკელიძისგან ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი და 6 800 ლარი აიღეს. დაკავებული არიან ორჰან აქსუ, სერდარ გიოქსუ და ანზორ კეკელიძეც.
მიმდინარეობს გამოძიება.