ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა შევარდნაძეს საქართველოს ნარკოდერეფნად ქცევაში ადანაშაულებს და ირიბად მიანიშნებს, რომ სწორედ მისი ხელი ურევია გენერალ გია გულუას მკვლელობაში. ამის შესახებ განცხადება თენგიზ სიგუამ დღეს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზ გააკეთა.
კითხვაზე იცნობდა თუ არა იგი ნუგზარ საჯაიას, სიგუამ უპასუხა, რომ საჯაიას საერთოდ არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. რაც შეეხება გია გულუას, როგორც სიგუამ აღნიშნა, მას იცნობდა.
სიგუას თქმით, გულუას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მასთან სახლში მივიდა გია გულუა და უთხრა, რომ გახსნა საქმე, რომელიც საქართველოს ნარკოდერეფნად ქცევას ითვალისწინებდა.
სიგუას თქმით, "გულუა იყო ძალზე შეშფოთებული ამის გამო და მე მას ვურჩიე შევარდნაძესთან შესულიყო. მან კი მითხრა სად უნდა შევიდე ახლა იქიდან მოვდივარ და შევარდნაძემ არც კი მომისმინაო".
ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გია გულუა მოკლეს.სიგუა ეჭვობს, რომ ამ საქმეში სწორედ შევარდნაძის ინტერესები იყო გარეული.
აღსანიშნავია რომ იგი ამ ფაქტით დაინტერესებას პარლამენტს და სამართალდამცველებსაც ურჩევს.