პარლამენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია ედუარდ შევარდნაძეს საგანგებო წერილს გაუგზავნის, სადაც კომისიასთან თანამშრომლობას თხოვენ. ამის შესახებ განცხადება დღეს კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, წერილში თხოვენ შევარდნაძეს სიმართლის დასადგენად ითანამშრომლოს კომისიასთან რა ფორმითაც თავად სურს _ "მოვიდეს პარლამენტში და კომისიის შეკითხვებს ისე გასცეს პასუხი ან პირდაპირი ეთერის საშუალებით გასცეს კითხვებს პასუხი მთელი საზოგადოების წინაშე".
აღნიშნული წერილი შევარდნაძეს დღესვე გაეგზავნება და კომისია დაელოდება მის პასუხს.
შესაბამისად იმ დღეს დაინიშნება კომისიის სხდომა რომელ დღესაც პარლამენტში მისვლას შევარდნაძე მოახერხებს.