ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ვარაუდობს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა შევარდნაძის ბრძანებით მოხდა და ამ ბრძანების შესრულებაზე უარი გიორგაძემ თქვა ამის შემდეგ კი დავალება მის მოადგილეს ავთანდილ იოსელიანს და შს მინისტრს შოთა კვირაიას მიეცათ. ამის შესახებ განცხადება თენგიზ სიგუამ დღეს პარლამნეტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გააკეთა.
როგოც მან აღნიშნა, მისი ინფორმაციით, უშიშროების მაშინდელმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციაზე უარი განაცხადა, რის შემდეგადაც დავალება მისმა მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა და მაშინდელმა შს მინისტრმა შოთა კვირაიამ მიიღეს.
სიგუა რამდენიმე საეჭვო საკითხს ასახელებს. მათ შორის არის უკვე გაჟღერებული ფაქტები, ის რომ მასრა არ არის აღმოჩენილი. იარაღზე არ არის თითის ანაბეჟდები და გარდაცვლილის ტანსაცმელი არის გარეცხილი და რაც მთავარია, არ ჩატარებულა ექსპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზისათვის უცხოეთიდან სამი ექსპერტი იყო მოწვეული, რომლებმაც მიიღეს მაღალი ჰონორარი, თუმცა მათ გვამთან მიახლოვების საშუალებაც კი არ მიეცათ ისევე როგორც ქართველ ექსპერტებს.
სიგუას კომისიამ რაიმე ფორმით უნდა მოახერხოს ედუარდ შევარდნაძის დაკითხვა და აღნიშნულ კითხვებზე მისგან მოისმინოს პასუხები.