ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ კომისიას ურჩევს დაინტერესდეს 1993 წლის 1-ლი ოქტომბრიდან წლის ბოლომდე უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმებით. ამის შესახებ განცხადება სიგუამ დღეს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებს ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც კომისიის წევრები ინფორმაციას ყოფილი პრემიერ მინისტისგა ისმენდნენ.
როგორც სიგუამ აღნიშნა, იგი თანამდებობიდან გადადგა 1993 წლის 6 აგვისტოს და შესაბამისად აღარ იყო მთავრობის წევრი და მისთვის ოფიციალური ინფორმაცია უკვე ხელმიუწვდომი იყო.
მთავრობის ყოფილი წევრი ვარაუდობს იმ სქემას, როგორ მოხდებოდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება. სიგუას თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნება საოქმო ჩანაწერებში, რაც დევნილი პრეზიდენტი ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნდა, ეს კი მიხდა 1993 წლის სექტემბრის ბოლოს და შესაბამისად კომისიას ურჩევს დაინტერესდეს 1993 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოებული უშიშროების საბჭოს სხდომების ოქმებით.
სიგუა იმასაც აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ამ ოქმებში იყოს პიროვნული დავალებები გაცემული კონკრეტული პირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ოპერაციების შესახებ და გაცემული დავალებების შესახებ აღნიშნული ოქმებიდან ინფორმაციის მიღება მაინც იქნება შესაძლებელი.
როგორც სიგუა აღნიშნავს, შევარდნაძის ბრძანებით, მაშინდელმა უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნეს სპეცრაზმები, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოში დაბრუნებული ზვიად გამსახურდიას თვალთვალს და შესაბამისად ეს უწყებები უნდა ფლობდნენ აღნიშნულ ინფორმაციას.