ქალაქ მოსკოვის მთავრობა საერთაშორისო მიზნობრივი პროექტებისათვის 225 მილიონი რუსული რუბლის გამოყოფას აპირებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა უკვე ხელი მოაწერა ბრძანებას, მოსკოვის მთავრობის მონაწილებით 2010 წელს საერთაშორისო მიზნობრივი პროექტებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ. ამ თანხამ კონკრეტულად 225, 844 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა.
მოსკოვის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მოსკოვის მთავრობა აფხაზეთის ქალაქ სოხუმის ე.წ. მთავრობას 3,8 მილიონ რუსულ რუბლს გამოუყოფს, ყირიმს _ 4,5 მილიონს, მონღოლეთს _ 2,8 მილიონს, საერთაშორისო ღონისძიებებზე, რომლებიც დიდი სამამულო ომის გამარჯვების 65 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის 3,9 მილიონ რუსული რუბლი გამოიყოფა, საზღვარგარეთ არსებული ვეტერანების ორგანიზაციებს _ 1 მილიონს, ხოლო საზღვარგარეთ არსებული საბჭოთა და რუსეთის ჯარიკაცების საძმო სამარხებისა და მემორიალებისათვის 700 ათას რუსულ რუბლს.