რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვიქტო იანუკოვიჩის გვარდის ავლით უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ბრძანებების გაცემა გაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ "ნეზავისიმაია გაზეტა" ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, მედვედევმა უკვე ხელი მოაწერა ბრძანებას მიმდინარე წლის 9 მაისს სევასტოპოლში სამხედრო გამარჯვების აღლუმის ჩატარების შესახებ "რითაც უკრაინის პრეზიდენტი არჩევანის წინაშე დაყენა: მან ან უცბად უნდა აღიაროს რუსეთის ქვეშევრდომობა ან საკმაოდ სახიფათო პოლიტიკურ სკანდალში გაეხვეს.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი აღლუმები სევასტოპოლში ადრეც ტარდებოდა, თუმცა ადრე, ჩვეულებისამებრ დოკუმენტებში იყ ამგვარი ფორმულირება: "მიეცეს დავალება რუსეთის მთავრობას შეათანხმოს უკრაინის მთავრობასთან ერთობლივი სამხედრო აღლუმის ჩატარების საკითხი". ახლა კი რუსეთის პრეზიდენტი ბრძანებაზე მხოლოდ ერთი მინაწერით შემოიფარგლა _ "შეთანხმდეს უკრაინულ მხარესთან" _ რამაც სევასტოპოლის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი კუნიცინის აზრით, იანუკოვიჩი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო _ არა სრულფასოვანი პარტნიორის, არამედ დაქვემდებარებულის მდგომარეობაში. მით უფრო, რომ საუბარი მიდის, არა ერთობლივ, არამედ სწორედ რომ მხოლოდ რუსულ სამხედრო აღლუმზე.
მედვედევის ამ ქმედებაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაიმულმა პარტიამ "უკრაინის სახალხო რუხმა" და ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. პარტიამ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაში, საერთაშორისო ნორმების დარღვევაში და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დროებითი ბაზირების პირობების უგულვებელყოფაში დაადანასაულა.
პარტია უკრაინის ხელისუფლებისგან გამარჯვების დღის აღსანიშნავად სევასტოპოლში აღლუმის ჩატარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით მოითხოვს.
"მართალია არაოფიციალურად, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის მომხრეები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმით, რომ იანუკოვიჩის ინაუგურაციას დიმიტრი მედვედევი არ ესწრება, რითიც მხოლოდ ხაზს უსვამს თავის ზედაპირულ დამოუკიდებულებას მისადმი".