ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომლები "თიბისი ბანკს" დამფუძნებლისთვის წილის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ. თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ ახალ მენეჯმენტს და უარს აცხადებენ სამსახურზე სანამ არ
მოხდება იმ მენეჯმენტის დაბრუნება, რომლებმაც შექმნეს ეს კომპანია.
კომპანიაში ამ დროისათვის სამუშაო პროცესი პარალიზებულია. კომპანიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად რეაბილიტაცის გეგმისა და დაგეგმილი ბიუჯეტით შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებისა თიბისი ბანკმა ელიტ ელექტრონიქსის
წილის წართმევა მაინც მოინდომა.
"თიბისი ბანკმა მოულოდნელად 23 თებერვალს ღამის 9.30 წუთზე მუხანათურად გამოუცხადა ანზორ ქოქოლაძეს მენეჯმენტის ცვლილება და 24 თებერვალს თანამშრომლებს ახალი მენეჯმენტი წარუდგინა", _ ნათქვამია განცხადებაში.