გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან დაკარგული ორი ახალგაზრდა რუსმა აგრესორებმა და ოსმა სეპარატისტებმა დააკავეს.
18 წლის ბექა და 24 წლის ვაჟა თაყვაძეები სანადიროდ ორშაბათს გამთენიისას წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.
გატაცებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდები ოკუპირებული ტერიტორიიდან ნახევარი კოლომეტრის მოშორებით აპირებდნენ ნადირობას და მათ თან პირადობის დამადასტურებელი არ ჰქონდათ.
ბოლო ინფორმაცით, თაყვაძეები წინაგარას განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი და მათ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ.