დღეს, 25 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესი 19 თებერვალს გადაიდო. ამის მიზეზი გამსახურდიას ახალი ადვოკატის, გიორგი ქოიავას შუამდგომლობა გახდა, რომელმაც საქმის მასალის გასაცნობად რამდენიმედღიანი ვადა ითხოვა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი. თავად დაკავებული აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და გასული წლის 25 დეკემბრიდან შიმშილობს.