ხვალ, 25 თებერვალს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის და რელიგიის საკითხებში კოლეგია ჩავა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთში ოს სეპარატისტთა ლიდერის თანაშემწემ ალან ხარებოვმა საგანგებო თათბირი გამართა.
მისი თქმით, რუსული დელეგაციის ე. წ. სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლის მიზანი სამხრეთ ოსეთის დახმარებაა.
"დელეგაციის წევრების ჩამოსვლის ძირითადი მიზანი ცხინვალის საგანმანათლებლო დაწესებულებებიათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობების გარკვევაა. ისინი ეცდებიან დაეხმარონ ცხინვალის სკოლა-ინტერნატს, სოფლის მეურნეობის ტექნიკუმს, რომლის გადაკეთებასაც და მის ბაზაზე კოლეჯის გაკეთებას გეგმავენ", _ განაცხადა კოკოითის ე. წ. მრჩეველმა.