„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი"
უკვე საერთაშორისო მასშტაბით
2 ივნისს 12 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება „თეგეტა მოტორსისა" და „ბრიჯსთოუნის" უკვე მეცხრე ერთობლივი ტრადიციული ავტორბოლა „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი".
ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლა ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით წელს უკვე საერთაშორისო მასშტაბებს იძენს და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი ავტომრბოლელელები როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ლარს. გენერალური სპონსორია „მოტული" - საავტომობილო ზეთი ექსტრემალური დატვირთვებისთვის. ოქროს სპონსორი, ნავთობკომპანია „გალფი" გამარჯვებულებს საწვავითა და ენერგეტიკული სასმელით დააჯილდოვებს. ღონისძიების სპორტული მხარდამჭერი - "თბილისიმარათონი", ექსკლუზიური მედია მხარდამჭერი - რუსთავი 2, ინტერნეტ მხარდამჭერი - Myvideo.ge, საინფორმაციო მხარდამჭერა - ჟურნალი EGO MEN, რადიოები: ფორტუნა, ფორტუნა +, ავტორადიო, არ დაიდარდო; აღნიშნული შეჯიბრი ტარდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვევიან „ბრიჯსტოუნ კორპორეიშენის" და „მიცუბიში კორპორეიშენის" წარმომადგენლები იაპონიიდან, ასევე დელეგაცია კოამპანია Motul-დან. შეჯიბრს დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული სტუმრები ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ასევე „თეგეტა მოტორსის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული შეჯიბრი ჩატარდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით.
შეჯიბრი გაიმართება 5 კატეგორიაში:
1. Formula Alfa
2. Legend Cars
3. GT unlimited
4. GT up to 2000 cc
5. Mono class 1500
პირველად ღონისძიების ისტორიაში ავტორბოლა ჩატარდება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აღნიშნულ რბოლას ადგილზე ორგანიზებას გაუწევს საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია (ყველა წესისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით).
პირველი ავტორბოლა შედგა 2005 წელს, მას შემდგომ, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეობს ყველა ლიდერი ქართველი ავტომრბოლელი. წელს „თეგეტა მოტორსი" 5,000-მდე მსურველს უფასოდ აძლევს საშუალებას, დაესწროს ყველა დროის სანახაობრივ რბოლას, რომლის გახსნაც 2 ივნისს 12 საათზე გაიმართება. ღონისძიება დატვირთული იქნება სხვადასხვა სანახაობრივი ელემენტებით; მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ რბოლას ონლაინ რეჟიმში.