მილანის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მცველის, საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილებისადმი მიძღვნილ მატჩს, მილანის პრეზიდენტი, იტალიის ექსპრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მატჩს ასევე დაესწრებიან დიპლომატები და სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები, საქართველოს მთავრობის წევრები.
მატჩში მონაწილეობას მიღებენ მილანისა და მსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავები ვალერიო ფიორი და სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა, ჯუზეპე პანკარო და ჯუზეპე ფავალი, იბრაჰიმ ბა, მატიე ფლამინი,ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, რუი კოშტა, მასიმო ამბროზინი, ფედერიკო ჯუნტი, ანჯელო კარბონე, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, კრისტიან ვიერი და ალბერტო ჯილარდინო.
საფეხბურთო მატჩი „მილანსა" და „კახას მეგობრებს" შორის დინამო არენაზე გაიმართება.
კახა კალაძის გაცილების მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.