დღეს, 31 მაისს, 12 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია „თეგეტა მოტორსისა" და „ბრიჯსთოუნის" უკვე მეცხრე ერთობლივი ტრადიციული ავტორბოლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" შესახებ. 2 ივნისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრებენ „თეგეტა მოტორსის", საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციისა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის წარმომადგენლები.
ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლა ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით წელს უკვე საერთაშორისო მასშტაბებს იძენს და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი ავტომრბოლელელები როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ლარს. გენერალური სპონსორია „მოტული" - საავტომობილო ზეთი ექსტრემალური დატვირთვებისთვის. ოქროს სპონსორი, ნავთობკომპანია „გალფი" გამარჯვებულებს საწვავითა და ენერგეტიკული სასმელით დააჯილდოვებს. ღონისძიების სპორტული მხარდამჭერი - "თბილისიმარათონი", ექსკლუზიური მედია მხარდამჭერი - რუსთავი 2, ინტერნეტ მხარდამჭერი - Myvideo.ge, საინფორმაციო მხარდამჭერა - ჟურნალი EGO MEN, რადიოები: ფორტუნა, ფორტუნა +, ავტორადიო, არ დაიდარდო; აღნიშნული შეჯიბრი ტარდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით.
პირველი ავტორბოლა შედგა 2005 წელს, მას შემდგომ, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეობს ყველა ლიდერი ქართველი ავტომრბოლელი.