აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, რამდენიმე საკადრო დანიშვნას მოაწერა ხელი.
კერძოდ, ბაღაფშის ე. წ. განკარგულებით, დაურ იურის ძე თარბა ე. წ. მთავრობის ვიცე-პრემიერად დაინიშნა, კრისტინი კონსტანტინეს ასული ოზგანი _ ე. წ. ეკონომიკის მინისტრად, მერაბ ბორისის ძე ქიშმარია _ ე. წ. თავდაცვის მინისტრად, ხოლო ვახტანგ ახროს ძე ფიფია _ ე. წ. გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრად.