სამართალდამცველებმა ბინის ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, 49 წლის მურმან ჩხვირკაიას მხოლოდ 2009 წლის განმავლობაში, თბილისში რამდენიმე ბინა აქვს გაძარცვული.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ამოღებულია მის მიერ ნაქურდალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ძვირფასი ნივთები.
გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს. მას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.