„ტორპედო ქუთაისში" ძირეული ცვლილებებია. გუნდს მალე ახალი სამწვრთნელო შემადგენლობა და ფეხბურთელები ეყოლება. კომპანია „ვისოლმა" გულშემატკივრებს „ტორპედო ქუთაისის" განვითარების ახალი გეგმები გააცნო და გასული სეზონიც შეაფასა.
გუნდის მფლობელმა კლუბის მეტად გაძლიერებისათვის „ტორპედო ქუთაისის" უფრო გაახალგაზრდავება დაისახა მიზმად და მწვრთნელთა კოლეგიაშიც ცვლილებები განახორციელა. „ტორპედო ქუთაისს" ამიერიდან ახალგაზრდა, წარმატებული ფეხბურთელები და ესპანელი მწრთვნელები შემოუერთდებიან და ახალი სტრატეგიებითა და გეგმებით ლეგენდარული კლუბის მეტად განვითარებაზე იზრუნებენ.
„ტორპედო ქუთაისი" არის წარმატების დიდი ისტორია, რომელშიც ვისოლ ჯგუფი ახალ ფურცლებს წერს. წელს გუნდს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილი მოვიპოვეთ, თუმცა „ტორპედო ქუთაისის" მეტად გაძლიერებისათვის, გუნდის კიდევ უფრო გაახალგაზრდავება დავისახეთ მიზნად. კლუბის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22 წლამდე იქნება, რაც იდეალური ასაკია მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის. ამას გარდა, „ტორპედო ქუთაისს" გააძლიერებს 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში (17 წლამდე ნაკრების) მონაწილე ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ნახევარფინალამე მიიყვანეს ჩვენი გუნდი. ამჟამად ისინი თბილისის „ლოკომოტივისა" და გორის „დილას" მოთამაშეები არიან. დამატებით, გუნდის განვითარებაზე ამიერიდან მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ესპანელი მწრთვნეები - ჟერარდ ზარაგოზა მულეტ და ალბერტო ბეროკალ კორეა იზრუნებენ" - აცხადებს „ტორპედო ქუთაისის" კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედო ქუთაისზე" მზრუნველობა ვისოლმა 2010 წლიდან დაიწყო და გუნდის განვითარებისათვის ყოვეწლიურად ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცას ახორციელებს. ამას გარდა, ვისოლ ჯგუფმა ჯამურად უკვე 30 მილიონ ლარზე მეტი გაიღო თბილისსა და რეგიონებში ევროპული სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისათვის.