გამოჩენი აფხაზი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა უარყოფს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის მონაწილეობას მიიღებს იტალიის "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის ამჟამად კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის გამოსამშიდობებელ მატჩში, რომელიც 31 მაისს თბილისში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"მე ვიცნობ კახა კალაძეს და ვიცი იმის შესახებაც, რომ გამოსამშვიდობებელი მატჩი უნდა გაიმართოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ეს მოვლენა უკვე პოლიტიკურ სიბრტყეშია გადაყვანილი.
მე პირველ რიგში ვარ აფხაზი და შემდეგ სპორტის ადამიანი ვარ და პოლიტკასთან არავითარი კავშირი არ მაქვს", _ აცხადებს აზრიკ ცვეიბა.
მასალის გამოყენების პირობები