ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები ბაქოში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს დარეგულირების ირგვლივ საუბრისას აცხადებს, რომ რეგიონში სიტუაცია იცვლება და შეუძლებელია ამჟამად არსებული სტატუს-კვო მუდმივად შენარჩუნდეს.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ის ბიძგი, რომელიც შარშან აღინიშნა კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს", _ განაცხადა პიტერ სემნებმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ დღეს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებს პოსტრსაბჭოთა სივრცის რიგ ქვეყნებში მანდატების მოქმედების ხანგრძლივობის ვადა გაუგრძელა 2010 წლის 1 მარტიდან 31 აგვისტომდე პერიოდში. ასევე უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა პიტერ სემნებსაც.