"რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ლევან გაჩეჩილაძე დამარცხებული აქციების იდეოლოგია, რომელსაც ოპოზიციურ ფრანგზე რეაბილიტაცია ირაკლი ალასანიას ხარჯზე სურს.
"ირაკლი ალასანია 3-ით 1-ს უგებს გაჩეჩილაძეს სოციოლოგიური კვლევებით. გაჩეჩილაძეს ამის შანსი აქვს, ამიტომ უნდა, რომ ირაკლი ალასანია თავისთან შეიტყუოს და დაპირდეს მითიურ პრეზიდენტობას და ა.შ", - განუცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატის შერჩევის მიზნით მიმდინარე კონსულტაციებში ირაკლი ალასანიას ჩართვაზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე შეფასებით, ლევან გაჩეჩილაძე მის ძმასთან ერთად 9 აპრილისა და სხვა ყველა დამარცხებული აქციის იდეოლოგია და "ბევრჯერ დამარცხებულ გაჩეჩილაძეს სწორედ ირაკლი ალასანიას ხარჯზე ოპოზიციურ ფრანგზე რეაბილიტაცია სურს".
"მაგრამ ეს ცრუ ჭექა-ქუხილის მეთოდოლოგიით იმართება", - განმარტა ბერძენიშვილმა.