დედაქალაქის მთავრობამ ზარალი უკვე დათვალა. ქარიშხლის შედეგად თბილისისთვის მიყენებულმა ზარალმა 1 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა
ქალაქის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ქარმა მთლიანობაში 40 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სახურავი დააზიანა და ასამდე ხე მოგლიჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე მრავალსართულიანი სახლების გადახურვა მოხდება, რომელსაც დედაქალაქის მთავრობა დააფინანსებს.
რაც შეეხება კერძო სახლების მაცხოვრებლებს, როგორც მერიაში განმარტავენ, მათ სახურავების შესაკეთებლად საჭირო მასალები დაურიგდებათ.
თბილისში ყველაზე მეტად სტიქიამ გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონები დააზიანა.