დღეს, 24 თებერვალს, 11:00 საათზე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სოსო ვარსემაშვილი კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გარდაბანში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ 6 540 აბონენტს დაუმონტაჟდება თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველი.
აღნიშნული მრიცხველების წყალობით კომპანიის აბონენტები ადვილად შეძლებენ მოხმარებული ელექტროენერგიის კონტროლს და მათ ელექტროენერგიის გადასახადი დაერიცხებათ საკუთარი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების საფუძველზე.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები - ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა
მხოლოდ ამ პროექტის განხორციელების მიზნით "ენერგო-პრო ჯორჯია" გეგმავს 2 მლნ-მდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
2010 წლის 1-ელ ივლისამდე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში გამრიცხველიანდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" 60 669 აბონენტი. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანია გეგმავს 19 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. ამ დროისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 350 000 მეტს.