საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელს საქალაქო სასამართლომ ირაკლი ეზუგბაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის და ვაგონშემკეთებელი კომპანიის ექვს მაღალჩინოსანს ისინი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მათზე საქმის გამოძიება არ შეწყვეტილა. როგორც ირაკლი ეზუგბაიას ადვოკატი გოგიტა გაბაიძე აცხადებს მისი დაცვის ქვეს მყოფი საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
,,ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა რატომ მოითხოვა პატიმრობა. მათი პოზიცია უსუსური და სასაცილო იყო", _განაცხადა ჟურნალისტებთან გაბაიძემ და იმდეი გამოთქვა, რომ ირაკლი ეზუგბაია, როცა სასამართლოზე გამოცხადება მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გადაიხედება.
შეგახსენებთ, რომ შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონიანი ზიანის მიყენების ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს შპს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს "ვაგონმშენებელის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია.
დაკავებულები არიან: ასევე "სატვირთო გადაზიდვების" დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები - მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას მიმართ, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც შუამდგომლობას პროკურატურა დააყენებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზასა" და "ვაგონმშენებელ კომპანიას" შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა 5 ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა, 39 ათასი დოლარი დააფიქსირა. რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო. ამ ქმედებით, დაკავებულებმა შპს "საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიაყენეს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.