,,ყველა მოძალადე კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს", -განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა 17 მაისს აქციის კომენტირებისას, რომელიც პოლიცელთა აღლუმს დაესწრო.
,,ჩემთვის დიდი პატივია დღეს პრემიერ-მინისტრთან და შს მინისტრთან ერთად აღვნიშნო პოლიციის დღე. ეს არის ღირსებისა და პატივის დღე და ღვაწლის დაფასება. პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს იცავს და ეს მათი ძირითადი მოვალეობაა. მინდა მადლობა გადავიხადო საქართველოს პოლიციას, რომ იცავენ დიპლომატიურ მისიებს საქართველოში. შს მინისტრი აწარმოებს გამოძიებას 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქმედებას და მიგვაჩნია, რომ ყველა მოძალადე კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს. ვეთანხმები პრემიერის გამონათქვამს იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ასევე მშვიდობიანად შეკრების პრინციპი არ უნდა დაირღვეს", -განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.