აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ტექნოლოგიური კომპანია Nvidia-ს გენერალურ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგსა და სავარაუდო ჩინელ ჯაშუშ ქალს შორის რომანტიკულ ურთიერთობას იძიებს.
ტრამპის თქმით, ოს ჯენსენ ჰუანგს ესაუბრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მიიჩნევს, რომ ჰუანგი ჩინეთის ჯაშუშური კამპანიის სამიზნე გახდა.
„მე მას ვკითხე: ეჭვი ხომ არ გქონდათ, რომ ის ჯაშუში იყო? მან მიპასუხა: არ ვიცოდი, რომ ის ჯაშუში იყო. მე მას ვენდობი“, - განაცხადა ტრამპმა.
პეკინმა უარყო ბრალდებები, თითქოს ჰუანგი ჯაშუშობის სამიზნე იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებებს „სრულიად უსაფუძვლო, სპეკულაციური და ჩინეთისთვის სახელის გატეხვისა და დისკრედიტაციისკენ მიმართული“ უწოდა.
Nvidia-მ, რომელმაც ალის ჰუანგთან დაკავშირებული საქმის დამოუკიდებელი გამოძიება შეუკვეთა, განაცხადა, რომ არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ კომპანიის საიდუმლო ინფორმაცია ან ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ FBI ამ საკითხს იძიებს, თუმცა გამოძიების დეტალები და მისი დაწყების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ Nvidia-ს გენერალურ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგს, სავარაუდოდ, რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ჩინელ ქალთან, რომელიც ჩინეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო გადაბირებული.
Bloomberg-ის ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი წინასაბაზრო ვაჭრობისას დაახლოებით 6%-ით დაეცა.
მანამდე ხელოვნური ინტელექტის კომპანიების აქციების ფასების ვარდნის ფონზე, Nvidia-ს აქციების ღირებულება ოქტომბრის პიკთან შედარებით 22%-ით შემცირდა.
Nvidia-მ შიდა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორს ქალთან ქორწინების გარეშე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. ქალი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.