17 მაისს სასულიერო პირებს ისეთიც არ გაუკეთებიათ როგორც ხმაურობენ და ლაპარაკობენ", -ბრძანა სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 17 მაისის აქციაზე სასულიერო პირების ქმედების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.
,,სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისის გადაცდომა მოუვიდათ ეკლესიაც მივიღებთ ზომებს, ჩვენი კანონებით რაც ეკუთვნით და ვფიქრობ, რომ არც საერო სამართლის წინაშე არ გაუჭირდებათ წარდგენა, რადგან ისეთიც არ გაუკეთებიათ როგორც ხმაურობენ და ლაპარაკობენ", -ბრძანა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ.