,,პოლიციელებს 17 მაისს განხორციელებული ქმედებისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პოლიციელთა აღლუმის დასრულების შემდეგ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 17 მაისის აქციის კომენტირებისას.
,, პოლიციამ შეძლო მაქსიმუმი იმ კონკრეტულ ვითარებაში რისი გაკეთებაც კი შეიძლებოდა. მან გადაარჩინა შესაძლო ხელყოფისგან ადამიანების სიცოცხლეც კი. იმ ურთულეს მდგომარეობაში ეს იყო ერთდერთი სწორი გამოსავალი და ქმედება, რაც მათ განახორციელეს და ამისათვის მათ ჩვენგან, ყველასაგან მადლობა ეკუთვნით", _განაცხადა კბილაშვილმა.