პოლიცია მოქმედებდა ცივილურად, საერთაშორისო სტანდარტებით, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საპარამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი. მისი თქმით, ცუდია, რომ რამოდენიმე ადამიანი მსუბუქად დაზიანდა, თუმცა ეს ასეთი ხალხმრავალი აქციებისთვის სამწუხაროდ დამახასიათებელია,
„მთლიანობაში პოლიცია მოქმედებდა ცივილურად, საერთაშორისო სტანდარტებით და არა ისე, როგორც ჩვეოდა უფხო ხერხემალს, ვანო მერაბიშვილს, რომლის ჩატარებული სადამსჯელო აქციები-7 ნოემბრის და 26 მაისის, თვით პინოჩეტს და პოლ პოტს შეშურდებოდა. ცუდია, რომ რამოდენიმე ადამიანი მსუბუქად დაზიანდა, თუმცა ეს ასეთი ხალხმრავალი აქციებისთვის სამწუხაროდ დამახასიათებელია, შეიძლებოდა ბევრად ფატალურად დასრულებულიყო ყველაფერი, თუმცა ძალიან სწორად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი გაარიდეს სიტუაციას და კანონის ფარგლებში მოახდინეს სიტუაციის განმუხტვა", - აცხადებს ჩრდილელი.
მისივე თქმით, ძალადობას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეოცე მუხლში,შავით თეთრზე წერია - ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებისა.
„პირადად მე რა თქმა უნდა ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეოცე მუხლში,შავით თეთრზე წერია- ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებისა. თუმცა გარდა კანონებისა ან დეკლარაციებისა არსებობს მორალი, ზნეობა. ზოგჯერ ხდება, როდესაც მორალი და კანონი პარალელურად მოდიან და არ ჩანს მათი გადაკვეთის წერტილები. ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას და კანონის შესაბამისად პასუხი გაეცემა ყველას, ვინც ეწეოდა ვითარების ესკალაციას და ახდენდა პროვოცირებას", - აცხადებს ჩრდილელი.