,,ნუ გადავიქცევით 21-ე საუკუნეში მართლმადიდებლურ ინკვიზიციად", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ დღევანდელ აქციაზე სასულიერო პირების ქმედებების კომენტირებისას.
,,ჯვარი არ არის იარაღი და მისი თავში რტყმევა თვითონ ქრისტიანობის შეურაცხყოფაა. მამა ბასილის მაგალითი მომყავს ხოლმე, რომელიც ამას პირდაპირ აკეთებდა, თუმცა ეს შეგიძლია გადატანითაც გააკეთო. ის, რომ რელიგიას ეყრდნობი არ ნიშნავს, რომ შენი რელიგია გამოიყენო სხვის მიმართ აგრესიისთვის, რასაც ხშირად ვხედავთ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ დღესაც იგივე განმეორდა.
,,ჩვენ გვეამაყება, რომ ვართ მართლმადიდებლები და არა კათოლიკეები, რატომ? იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ის ცოდვები არ აქვს, რაც კათოლიკურს ინკვიზიციის სახით და ამას როცა დადებით ფაქტად მივიჩნევთ, მაშინ ნუ გადავიქცევით 21-ე საუკუნეში მართლმადიდებლურ ინკვიზიციად", _განაცხადა საყვარელიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები