"სახელმწიფო და ხალხი აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაში ცხოვრობს", _ განაცხადა დღეს სოხუმში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სეპარატისტული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და ამის მიზეზად "ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული დიალოგის არარსებობა და ჩინოვნიკების მიერ ქვეყნის ინტერესების იგნორირება და მრავალი სხვა" დაასახელა.
ხაჯიმბამ მოუწოდა აფხაზურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, გააანალიზონ არჩევნების შედეგები, გააკეთონ დასკვნები და უმოკლეს დროში დაიწყონ კონსულტაციები კონსოლიდაციისთვის.
"შექმნილი სიტუაცია ხელისუფლებისა და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს, იმისათვის რათა გამყარდეს ჩვენი სახელმწფოებრიობა, ჩვენი ინტერესების პრონციპული დაცვის გზით. აუცილებელია ჩვენი ერის, ეთნოსისა და აფხაზური ენის გადარჩენისთვის საკითხების ხისტად დასმა", _ განაცხა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ ასევე მოითხოვა აფხაზური ე. წ. პარლამეტისგან მიიღოს კანონი "ოპოზიციის შესახებ". ამ კანონში ხაჯიმბას თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს ოპოზიციისთვის დაფინანსების გამოყოფა ბიუჯეტიდან.