პარლამენტარი კონსტანტინე გამსახურდია იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც "საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია.~
ამის შესახებ გამსახურდიამ დღეს პლენარულ სხდომაზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
კონსტანტინე გამსახურდიამ ყურადღება გაამახვილა როგორც დაკითხვის ოქმებზე, რომლებიც, მისი თქმით, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს შეიცავს, ასევე ცხედართან დაკავშირებულ დეტალებზე.
გამსახურდიას განცხადებით, "იკვეთება გამოძიების არათანმიმდევრულობა და იკვეთება ისიც, რომ გამოძიებამ არ განიხილა არანაირი ვერსია გარდა თვითმკვლელობისა.~
"დაკითხვის ოქმები არ შეიცავს იმის ნიშნებს, რომ გამოძიება როდესმე სერიოზულად დაინტერესებულიყო ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებით," - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
გამსახურდიამ ყოფილი პრემიერის, ბესარიონ გუგუშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კონსტანტინე გამსახურდიამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესწავლის დროებითო საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების კიდევ სამი თვით გაგრძლება მოითხოვა.