აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე. წ. მთავრობის ვიცე-პრემიერების დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშის ბრძანებით, ლეონიდ ივანეს ძე ლაკერბაია ე. წ. პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა; ბესლან სერგეის ძე კუბრავა _ ე. წ. ვიცე-პრემიერად და ე.წ. ფინანსთა მინისტრად; ალექსანდრე ვიქტორის ძე სტრანიჩკინი _ ე. წ. ვიცე-პრემიერად.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე. წ. პრემიერ მინისტრად აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა თავისი ინაუგურაციის შემდეგ დანიშნა.