საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას სტუმრობდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-იდან აცნობეს, მერაბიშვილი ავსტრიელ კოლეგას, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს მარია ფექტერს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები და ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.