კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომლებიც მოქმედებდნენ შემდეგი სქემით:ჯერჯერობით გაურკვევლი გზებით ღებულობდნენ ინფორმაციას იმ პირების შესახებ რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ სხვდასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ამყარებდნენ მათთან კავშირს და პროკურატურის სახელის გამოყენებით, არწმუნებდნენ რომ დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ შეეძლოთ მათი გათავისუფლება.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი, ზურაბ მჭედლიძე 15000 ლარის აღების ფაქტზე. მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით.
დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.