,,კრიმინალი, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილი მიტყიპა 3 000-ლარიან თანამდებობაზე დანიშნეს", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ საქართველოში ადამიანს თუ სურს კარიერა აიწყოს ციხეში უნდა ჩაჯდეს.
,,ის კრიმინალი, რომელმაც მიტყიპა და დაასისხლიანა ჩიორა თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დაუნიშნიათ ფოთში თვეში 3 000-ლარიან თანამდებობაზე. ე.ი. საქართველოში დღეს კარიერა, რომ გაიკეთო საკმარისია ციხეში მოხვიდე, მერე იქიდან ამნისტიით გამოგიშვან, მერე რომელიმე მთავრობისთვის არასასურველი პოლიტიკოსს დაესხა თავს, სასურველი კარგად სცემო და შემდეგ გეხსნება პერსპექტივა. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ გუშინ ეს გააკეთეს კიდევ ხელახლა. ერთ დეპუტატს გაუტეხეს თავი, მეორეს_ცხვირი, მესამე პოლიტიკოსს მოტეხეს ხელი. ალბათ ამ კრიმინალებს აქვთ თანამდებობის მიღების სტიმულიც და ალბათ დაპირებაც", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.