აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდგარ რუს ოკუპანტებს "სამშობლოს დამცველის დღე" მიულოცეს, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე აღინიშნება.
"ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი თქვენს მიერ გაწეული ძალიან საპასუხისმგებლო და მძიმე სამსახურისათვის, აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის ნაციონალური ინტერესების დაცვისათვის", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
დაახლოებით ანალოგიური მილოცვის ტექსტი ჰქონდა რუს ოკუპანტების მიმართ ოს სეპარატისტთა ლიდერსაც. ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული რუსეთის სამხერო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "თქვენ ხართ რუსი ჯარისკაცის ტრადიციების მატარებლები, განმათავისუფლებელი-ჯარისკაცის ტრადიციების მატარებელი. თქვენი დიდი მისიის შესრულებით სამხრეთ ოსეთის მიწაზე, თქვენ ხართ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხალხის მშვიდობის გარანტი, არამედ მთელი კავკასიის სტაბილურობის გარანტი", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.