უმრავლეობის წევრი ოთარ ჩრდილელი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროეტის განხვილას ეხმიანება და აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,, არა თუ დღითიდღე, არამედ ყოველსაათობრივად არაადაკვეტური ხდება.
"დღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი,, გამოდიოდა და ატეხეს ვაი-უშველებელი, მათ მიმართეს აშკარა საბოტაჟს, ამ დროს ტრიბუნასთან იდგა რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც, როგორც კი დაიწყო საუბარი, უმცირესობამ ატეხა მაგიდაზე ბრაგუნი, წივილი-ყვირილი. ისინი არ ერიდებოდნენ იმას, რომ ქალბატონი იდგა ტრიბუნასთან. მათმა ქცევამ გამახსენა ნიკიტა ხრუშოვის ფეხსაცმლის ბრაგუნი გაეროში, დიახ მე ვთვლი, რომ ,,ნაცმოს,, ზოგიერთი დეპუტატი საბოტაჟზე ორიენტირებული, ნეოხრუშოველია.გულდასაწყვეტია, რომ ,,ნაცმოძრაობის,, მიერ ორგანიზებულ ობსტრუქციას უყურებდნენ ახალგაზრდა პარლამენტარები, რომლებიც საპატიო სტუმრად გახლდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ვფიქრობ დღეს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა, კარგი გაკვეთილი მიიღეს-თუ როგორი არ უნდა იყვეს პარლამენტის წევრი", - აცხადებს ჩრდილელი.