,,არავის არ ეპატიება ქვეყნის, ხალხისა და ბიუჯეტის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დავით კირვალიძის გადაწყვეტილების შეფასებისას.
,,პრემიერმა თქვა, რომ ერთ-ერთ მინისტრთან ჰქონდა კითხვები, არ ვიცი ეს დავით კირვალიძე იყო თუ არა. ალბათ თავად პრემიერი გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით და დავითიც. რა თქმა უნდა, არა არის კარგი თუ ეს გადადგომა უკავშირდება იმას რაც ხდებოდა. არავის ამ ქვეყანაზე არ ეპატიება ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების, ხალხის ინტერესების, ბიუჯეტის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება", -განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნებოს მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. მან აღნიშნული წინადადებით პირადად მიმართა პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს. მის მოვალეობას მისი მოადგილე შეარულებს.
"სოფლის მეურნეობის სამინიტროში განვითარებული მოვლენები არის სამწუხარო. დარწმუნებული ვარ ზოგიერთ მათგანს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და ამას გამოძიება მალე დააგდნეს", - განაცხადა კირვალიძემ.