სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება იმოქმედებს თუ არა საკადრო ცლილებებზე, ვერაფერს გეტყვით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისი შეფასებით, თავად ფაქტი არის სამწუხარო, რაც მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
"ის, რაც მოხდა იყო ძალიან სამწუხარო. ამისთვის არსებობს კომპეტენტური სამსახური, რომელიც დეტალებს შეისწავლის. გამოძიების დასრულებალდე ვერ გამოვიტან დასკვნას ბრალეულნი იყვნენ თუ არა. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ეს გავლენას იქონიებს თუ არა საკადრო გადაწყვეტილებებზე, გულწრფელად, ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დაკავეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შ.პ.ს. ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები.