საქართველოს პარლამენტი 23 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნობა.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია შვეიცარიიდან საქართველოში ბრუნდება და იგი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის ინფორმაციას პირადად გააცნობს.
კომისიამ ფუნქციონირება ოქტომბერში დაიწყო. მისი უფლებამოსილების სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კონსტანტინე გამსახურდიამ დავით ბაქრაძეს ვადის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.