ერთ-ერთი უკრაინული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ინფორმაციით, ისინი სულ მალე გაყიდვაში გამოუშვებენ ერთობ ორიგინალურ სასმელს - არაყს ალკოჰოლის გარეშე. როგორც კომპანიაში განმარტავენ, არაყის ჩამოსხმა და საცალო ქსელში გაშვება ივლისიდან დაიწყება.
როგორც ვარაუდობენ, აღნიშნულ სასმელზე მოთხოვნა ძირითადად ლუდის, ან ნაკლებად ალკოჰოლური სასმელის მოყვარულთა მხრიდან იქნება.
მწარმოებლების განმარტებით, არაყში ალკოჰოლის შემცველობა 0,2%-დან 1,5%-მდე იქნება. მწარმოებელი აპირებს, რომ ორი სახის უალკოჰოლო არაყი გამოუშვას. წინასწარი ინფორმაციით, უალკოჰოლო არაყი ჩვეულებრივ არაყზე ძვირი ეღირება, რასაც მწარმოებლები რთული ტექნოლოგიებით ხსნიან.
მასალის გამოყენების პირობები