,,ამჟამად რეალური საფრთხე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი არ არის", -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მოლოდინი არ აქვს, რომ 10 წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოზოციას შეიცვლის.
,,ამჟამად რეალური საფრთხე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. ამავდროულად ჩვენ პილიტიკურად არ გვინდა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს. არ გვაქვს ილუზია, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოზოციას შეიცვლის, მაგრამ ვართ ფხიზლად, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.